რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, რუსეთს უკრაინაში საომარი მოქმედებები არ დაუწყია.
როგორც კრემლის ლიდერმა „აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე“ აღნიშნა, იგი ცდილობს იმ საომარი მოქმედებების დასრულებას, რომელიც 2014 წელს, სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ დაიწყო.
პუტინის განცხადებით, უკრაინაში სპეცოპერაცია სარკისებური პასუხია იმაზე, რაც იქ რამდენიმე წლის განმავლობაში ხდებოდა.
„ვფიქრობ, რომ არაფერი დაგვიკარგავს და არც დავკარგავთ. შეძენის კუთხით შემიძლია, ვთქვა, რომ მთავარი შენაძენი არის ჩვენი სუვერენიტეტის გაძლიერება და ეს არის გარდაუვალი შედეგი იმისა, რაც ახლა ხდება.
კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო: სამხედრო ოპერაციების კუთხით არაფერი დაგვიწყია, მხოლოდ დასრულებას ვცდილობთ. საომარი მოქმედებები დაიწყო 2014 წელს, უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, ვისაც არ სურდა ნორმალური, მშვიდობიანი განვითარება და ცდილობდა საკუთარი ხალხის დათრგუნვას“, – განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ მათი ყველა მოქმედება მიმართულია დონბასში მცხოვრებლების დასახმარებლად:
„ჩვენ ეს განზრახ გავაკეთეთ, ყველა ჩვენი ქმედება მიმართულია დონბასში მცხოვრები ადამიანების დასახმარებლად. ეს ჩვენი მოვალეობაა და ბოლომდე შევასრულებთ.“– განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინი: რუსეთი საქართველოს რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვას თვალს მიადევნებს
