LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე კითხვაზე, როგორ აპირებს მმართველი გუნდი რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების თავიდან აცილებას: როგორც დღემდე, გააზრებული პოლიტიკით

“ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, რუსეთის მხრიდან გამოწვევები და საფრთხეები ყოველთვის არსებობდა და ხელისუფლება იმისთვისაა, რომ ისინი გაანეიტრალოს.

კითხვაზე, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც საქართველოში რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვას ეხება, უქმნის თუ არა საფრთხეს ქვეყანას, კახა კალაძე პასუხობს, რომ ხელისუფლება საფრთხეებს თავიდან აირიდებს ისე, როგორც ამას დღემდე აკეთებდა.

„გამოწვევები და საფრთხეები ყოველთვის იყო და არ გამქრალა. ხელისუფლება ზუსტად იმისთვის არსებობს, რომ ეს გამოწვევები და საფრთხეები გაანეიტრალოს და ასე ვიმოქმედებთ მომავალშიც“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა საზღვარგარეთ რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკის კონცეფცია დაამტკიცა. კონცეფციაში აღნიშნულია, რომ ლატვიასთან, ლიეტუვასთან, ესტონეთთან, საქართველოსა და მოლდოვასთან ურთიერთობისას გათვალისწინებული იქნება ამ ქვეყნებში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვა.