LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახეთ, რობოტი რომელიც პარკინგზე უსაფრთხოებას იცავს

ორეგონის შტატში, პორტლენდის ერთ-ერთი სასტუმროს პარკინგზე უსაფრთხოებას უჩვეულო დაცვა უზრუნველყოფს – რობოტი რობი. სასტუმროს მფლობელები დიდ ხანს ეძებდნენ გზას, რათა გავრცელებულ ვანდალიზმს გამკლავებოდნენ. საქმე ისაა, რომ ამ რაიონში ბევრი უსახლკაროა და პარკინგსაც 24 საათიანი მეთვალყურეობა სჭირდება. ცოცხალი დაცვის დაქირავება ძვირი სიამოვნება აღმოჩნდა, ამიტომ დაწესებულებამ არჩევანი რკინის მცველზე შეაჩერა.

გამოცემა LocalToday-ს ინფორმაციით, რობი სასტუმრო Aloft-ში გასული წლის დეკემბრიდან მუშაობს. ამ დროის განმავლობაში მან საქმეს თავი არაჩვეულებრივად გაართვა, პარკინგზე არანაირი ინციდენტი არ მომხდარა.

რობი არაჩვეულებრივი დაცვაა, ის მუშაობს 24 საათი, კვირაში 7 დღე და უქმე დღეებიც არ სჭირდება. რობოტის სიმაღლე 160 სანტიმეტრი, წონა 159 კილოგრამია. მას მრავალრიცხოვანი კამერები და სითბური სენსორები აქვს.