LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 7 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 01:43-დან 08:42 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს და ზედმეტ ფორიაქს. არ ღირს ფარულად მოქმედება და ფარული სასიყვარულო კავშირების გაბმა, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გაცხადდება და ისევ თქვენს წინააღმდეგ იმუშავებს.

პარტნიორული ურთიერთობა – პოზიტიური დღეა პრობლემების მოსაგვარებლად.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, საზოგადოებრივი და საქველმოქმედო საქმიანობისთვის, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად, უძრავი ქონებით, ლითონებითა და მინერალებით ვაჭრობისთვის, საცხოვრებლის შეცვლისა და ბინის ინტერიერის განახლებისთვის.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ ფეხზე დიდხანს დგომას. გაამდიდრეთ კვების რაციონი რძის პროდუქტით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ სისტემას, ფეხის კუნთებს და თვალებს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ცისფერი, ვარდისფერი და ნეონის ფერები, ასევე საფირონი, აკვამარინი, ძოწი, ცირკონი და ციტრინი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი გახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისთვის, ტყუპებისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს და მორიელს.