ნანობს თუ არა სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას – ჟურნალისტების კითხვას საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ უპასუხა.
“ჩემთან ამაზე არასდროს უსაუბრია, პირადად მე ვნანობ, რომ ჩამოვიდა”, – განაცხადა მან.
როგორც გიული ალასანია ამბობს, სააკაშვილს კუნთების ატროფია აქვს.
„ჯანმრთელობის მდგომარეობა იგივეა, მისი კუნთების ატროფია ხდება მუდმივად, ეს უსიამოვნო პროცესია, რომელსაც ვუყურებ. ლიცენზიებს ველოდებით, უკვე 2 კვირა გავიდა და ლიცენზიები არ არის, რა დონეზე ხდება დახარვეზება ვერ დავადგინე, ორივე მათგანი ცნობილი ექსპერტია. ჩემთან ამაზე არასდროს არ უსაუბრია, პირადად მე ვნანობ, რომ ჩამოვიდა”, – აღნიშნა გიული ალასანიამ.
