LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პეტერბურგერმა დეპუტატებმა პუტინი ღალატში დაადანაშაულეს და მისი თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვეს

სანქტ-პეტერბურგის სმოლნინსკოეს მუნიციპალიტეტის საბჭომ სახელმწიფო დუმას შესთავაზა, რომ ვლადიმირ პუტინს, სახელმწიფო ღალატში ბრალდება წაუყენონ და თანამდებობიდან გადააყენონ.

„ვფიქრობთ, რომ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილება, უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ, რუსეთსა და მის მოსახლეობას საფრთხეს უქმნის და ასევე ქვეყნის ეკონომიკას.

„სამხედრო ოპერაციის ერთ-ერთი მიზანი იყო უკრაინის დემილიტარიზაცია. თუმცა მიღებულია საწინააღმდეგო ეფექტი. სამხედრო ოპერაციის განმავლობაში უკრაინამ მიიღო თანამედროვე სამხედრო ტექნიკა 38 მილიარდი დოლარის. ეს კანადისა და პოლონეთის ერთწლიანი სამხედრო ბიუჯეტზე მეტია.“- აღნიშნულია საბჭოს მიმართვაში.

განცხადების ავტორების აზრით, ვლადიმირ პუტინის ნაბიჯები შეიძლება გასამართლდეს კონსტიტუციის 93-ე მუხლით, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი შეიძლება გადაყენებული იქნეს თანამდებობიდან სამშობლოს ღალატის, ან სხვა მძიმე დანაშაულისთვის.