LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: უნიკალური Pegani Zonda HP ხორვატიაში დაამტვრიეს

2017 წელს ავტოსალონსა და ელეგანტურობის კონკურსზე Pegani-მ მოდელი Zonda HP Barchetta წარადგინა. 800 ცხენის ძალისა და 7,3 ლიტრის V12 ძრავით აღჭურვილი სუპერქარი მაშინ საერთო გზებზე გამოყენებისთვის დაშვებულ მოდელთა შორის ყველაზე მძლავრი იყო. მთლიანობაში Zonda HP-ის 3 ეგზემპლარი დამზადდა. მათგან ერთი კომპანიის დამაარსებელს დარჩა, ორი კი ერთგულ კლიენტებს მიყიდეს. გაყიდულთაგან ერთი ხორვატიაში დაამტვრიეს.

ინციდენტი Supercar owner’s-ის ღონისძიების დროს მოხდა. მდიდრული ავტომობილების მფლობელებმა ზაგრების ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს და ამ დროს ერთ-ერთი მონაწილე დაკარგეს.

როგორც ჩანს, Pegani-ს სუპერქარის მძღოლი მართვას ვერ გაუმკლავდა და შემხვედრ Ford Fiesta-ს დაეჯახა. ორივე ავტომობილი დაზიანდა, თუმცა ვიზუალურად Zonda Hp ბევრად უფრო დამტვრეულია, ვიდრე ბიუჯეტური ჰეჩბეკი.