რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის ლიდერს, სინ ძინპინს უთხრა, რომ მოსკოვი მხარს უჭერს პეკინის „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკას, ეწინააღმდეგება აშშ-ის „პროვოკაციებს“ ტაივანის სრუტეში და აფასებს ჩინეთის „დაბალანსებულ პოზიციას“ უკრაინის საკითხზე.
აღსანიშნავია, რომ ეს იყო მათი პირველი პირისპირ შეხვედრა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი წამოიწყო.
„ჩვენი დროის მსოფლიო მასშტაბით კოლოსალური ცვლილებების პერიოდში, რომელიც თანამედროვე ისტორიისთვის უპრეცედენტოა, მზად ვართ, რუს კოლეგებთან ერთად შევქმნათ პასუხისმგებლობიანი მსოფლიო ძალის მაგალითი და ვითამაშოთ მთავარი როლი, რათა ასე სწრაფად ცვალებადი სამყარო მდგრადი და პოზიტიური განვითარების ტრაექტორიაზე დავაყენოთ“ – განაცხადა ჩინეთის ლიდერმა.
გარდა ამისა, რუსეთის ლიდერმა შეაქო “პეკინის დაბალანსებული პოზიცია უკრაინის კრიზისთან” დაკავშირებით.
„ჩვენ ძალზე ვაფასებთ ჩინელი მეგობრების დაბალანსებულ პოზიციას უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით. ჩვენთვის გასაგებია თქვენი კითხვები და შეშფოთება ამ საკითხზე. ჩვენი შეხვედრის დროს, ცხადია, ჩვენ განვმარტავთ ჩვენს პოზიციას“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
