დონეცკისა და ხარკოვის ოლქების საზღვარზე უკრაინის დროშა აღიმართა. ამის შესახებ დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პავლო კირილენკო ტელეგრამზე წერს.
„ჩვენი შეიარაღებული ძალების წყალობით, კიევი-ხარკოვი- დოვჟანსკის ავტომაგისტრალის ეს მონაკვეთი თავისუფალია ოკუპანტებისგან, თუმცა უკიდურესაც საშიში, ვინაიდან ის სავსეა მომაკვდინებელი ლითონის ჯართით”, – წერს კირილენკო.
მისი თქმით “ახლა მხოლოდ მიტოვებული აღჭურვილობა და დანაღმული ველები რჩება.
