ქუთაისში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის საქმეზე დაკავებულია ერთი პირი.
ამის შესახებ შს პრესსამსახურის უფროსმა ქეთი კოვზიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა და მძევლები გათავისუფლებულია:
„დაკავებულია ერთ პირი. სპეცოპერაცია არის დასრულებული. ყველა მძევალი არის თავისუფალი“, – განაცხადა კოვზიაშვილმა.
ამასთან, მომხდართან დაკავშირებით პირველ განცხადებას ავრცელებს „საქართველოს ბანკიც“:
„ბოროტმოქმედი დაკავებულია, ყველა მძევლად აყვანილი უდანაშაულო ადამიანი კი – თავისუფალი.
მადლობა სპეცოპერაციაში მონაწილე ყველა ადამიანს“, – აღნიშნულია ბანკის ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ მიმართვაში.
როგორ ვითარდებოდა მთელი დღის განმავლობაში ქუთაისში მოვლენები, დეტალურად წაიკითხავთ აქ:
ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალიდან რამდენიმე მძევალი გათავისუფლებულია
არსებული ინფორმაციით, ქუთაისში, „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული პირი შეიჭრა
გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისში „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი შეიარაღებული პირი 2 მილიონ დოლარს ითხოვს
„ფისოებო, 2 მილიონი დოლარი მოიტანეთ, 3 საათში ფისო“ – რა მოთხოვნებზე საუბრობს საქართველოს ბანკში შეჭრილი პირი
“შენობაში მძევლად რჩება 12 პირი” – შსს საქართველოს ბანკზე თავდასხმის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს
„ტელეფონით დამირეკა.. ჩემი შვილი არის მძევლად, პოლიციას და მთელ საქართველოს ვთხოვ, გამომიყვანეთ შვილი უვნებლად“ – მძევლების ოჯახის წევრები
„ბომბები აქვს დადებული, როგორც კი კარი გაიღება, აფეთქდება“ – საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი 2 მილიონი დოლარის გარდა, ვერტმფრენს, რუსეთის დროშასა და ანკესს ითხოვს
„საქართველოში კრიმინალური საქმიანობის რომანტიზება და წახალისებაც ხდება.. ყველამ, განსაკუთრებით მედიამ ხელი უნდა შეუწყოს, რომ ოპერაცია უსაფრთხოდ დასრულდეს“ – პოლიტიკოსები ქუთაისში განვითარებულ მოვლენებზე
გომელაური ქუთაისში, „საქართველოს ბანკთან“ მივიდა
„გადით აქედან, თორემ ვისვრი“ – მძევლებიდან ერთ-ერთი ქალი შეუძლოდ გახდა, თავდამსხმელი ჯერჯერობით არავის ათავისუფლებს
ამირან სალუქვაძე: „საზოგადოების აჟიოტაჟი ასეთ დროს ეხმარება ტერორისტს, ამიტომ აკეთებს „ლაივს“, თორემ დაარეკინებდა 112-ზე.. ჩვენ ხომ საქმეზე მსჯელობა არ გვაინტერესებს?! სკანდალი გვინდა“
„მილიონნახევარზე ჩამოვიდა, უნდა ფული და დაიტოვებს ორ გოგოს, დანარჩენს გამოუშვებს“ – რას ამბობს “საქართველოს ბანკში“ მყოფი მძევალი