LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მიკვირს ასეთი ჩემდამი და ჩემს ჩაცმულობაზე უზომო ინტერესი” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დიდ ბრიტანეთში დედოფალ ელისაბედ მეორეს დაკრძალვის ცერემონიაზე მის ჩაცმულობასთან დაკავშირებულ კრიტიკას პასუხობს.

“სხვა ყველა შემთხვევაში დროს არ დავკარგავდი და ჩემს სურათზე გაკეთებულ კომენტარებს არც ყურადღებას მივაქცევდი და არც რამე რეაქციას მივცემდი, მაგრამ ჩემ გამო, არ მინდა ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული პროფესიონალი ფოტოგრაფი გია აბდალაძე გააკრიტიკონ.

Westminster Abbey-ში ძალიან მკაცრად იყო აკრძალული ფოტოგრაფების შემოშვება. ეს სურათი, ცერემონიის დასრულების შემდეგ, ექსპრომტად, სხვისი გადაღებულია. გიას ჩვეულებრივად უნაკლო სურათები (ფოტოგრაფიულ ხარისხზე ვსაუბრობ და არა ჩემზე) მოგვიანებით დაიდო.

ისე კი მიკვირს ასეთი ჩემდამი და ჩემს ჩაცმულობაზე უზომო ინტერესი”, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

დიდ ბრიტანეთში დედოფალ ელისაბედ მეორეს დაკრძალვის ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დაესწრო. მისი ჩაცმულობა განხილვის საგანი გახდა ქართულ სოციალურ ქსელებში.

http://