LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერდოღანი მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, ვლადიმერ პუტინს დაელაპარაკონ

თურქეთის პრეზიდენტი მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, ვლადიმერ პუტინს დაელაპარაკონ მშვიდობის კარის გასაღებად.

მისი თქმით, ეს არის პროცესი, რომელიც მოითხოვს ყველა მსოფლიო ლიდერის ერთობლივ ძალისხმევას და არა მხოლოდ მისას.

„სამწუხაროდ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ვერ შეძლო ომის დასრულება და სისხლისღვრის შეჩერება. ასევე ომის შედეგად წარმოქმნილი ენერგეტიკული და სასურსათო კრიზისიდან გამოსვლა. გაეროს გენერალური მდივნის მცდელობამ, მარცვლეულის დერეფანი შეექმნა, აღადგინა გარკვეული ნდობა ორგანიზაციის მიმართ, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ მეტი ძალისხმევაა საჭირო ომის დასასრულებლად“, – განაცხადა ერდოღანმა.