16 სექტემბერს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ ლოლა წერეთელი სტუმრობდა, რომელმაც თავის შემოქმედებაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. გადაცემაში სიმღერის „ანთებული გულები“ პრემიერა შედგა.
„მინდა, ყველამ ისე იგრძნოს ეს სიმღერა, როგორც მე ვგრძნობ და რომ ყველას ისე უყვარდეთ ერთმანეთი, რომ არ ჩაქრეს მათი გულები“ – ლოლა წერეთელი
