LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: კვლევების შესაბამისად, წამყვან ხუთ ეკონომიკაში შედის საქართველო – შვეიცარიასთან ერთად

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვიდა.

“სამართლიანობის ინდექსის შესაბამისად საქართველო არის პირველ ადგილზე აღმოსავლეთ ევროპაში და ცენტრალურ აზიაში. ღია ბიუჯეტის ინდექსით საქართველო არის მსოფლიოში პირველ ადგილას ბიუჯეტის გამჭვირვალობით.

ფრეიზერის ინსტიტუტის 2021 წლის კვლევების შესაბამისად, წამყვან ხუთ ეკონომიკაში შედის საქართველო – შვეიცარიასთან ერთად. ჩვენი მიზანია უფრო დავუახლოვდეთ ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს, რომ გავაგრძელოთ ჩვენი დემოკრატიული გარდაქმნა, გავაძლიეროთ ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრირება”, – განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროში სიტყვით გამოსვლის დროს.