LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიშა ცაგარელი: „ჩვენ უნდა მოვემზადოთ ხვალინდელი დღისთვის, ეს არის დღე, როდესაც უნდა ვილოცოთ, უნდა ჩავუთქვათ რაიმე განსაკუთრებული სურვილი…“

მიშა ცაგარელი „პოსტივის“ ეთერში 23 სექტემბრის, შემოდგომის ბუნიობის შესახებ და ამ დღეს შესასრულებელი რიტუალების შესახებ გვესაუბრება. ცნობილი ასტროლოგი აქცენტს აკეთებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს თარიღი სურვილების ჩასათქმელად:

„ჩვენ უნდა მოვემზადოთ ხვალინდელი დღისთვის, ეს არის დღე, როდესაც უნდა ვილოცოთ, უნდა ჩავუთქვათ რაიმე განსაკუთრებული სურვილი. დღეღამტოლობა განსაკუთრებული ენერგიის დღეა, ამიტომ ჩართეთ ფანტაზიები, ვიზუალიზაცია, ჯანმრთელობისთვის გინდა რიტუალის ჩატარება, განბანვა-განწმენდვა, პატიება, სიყვარული, ლატარიებში მოგება, ყველაფერი შეგიძლიათ, სასწაული დღეა, გაუშვით პოზიტივი სამყაროში.  მაგალითად, ხვალ შერიგება გინდათ მეგობართან თუ სასიყვარულო პარტნიორთან, გადასარევი დღეა ამისთვის. პლუს იდეების რეალიზება – თუ რაიმე საქმიანი წინადადება გაქვთ, შეგიძლიათ გააჟღეროთ. გაწმენდისთვის, მკურნალობისთვის საუკეთესო დღეა“.

მიშა ცაგარელი: „10 სექტემბრიდან ამოქმედდება გლობალური პოზიტიური გარდაქმნების მთელი ჯაჭვი…“

რის გამო იქნება მშფოთვარე და დაძაბული აგვისტოს თვე: „20 აგვისტოს შემდეგ დაიწყება დიდი ცვლილებების პერიოდი…“