LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოდოლიაკი ასახელებს 5 პუნქტს, თუ როგორ უნდა უპასუხონ პარტნიორებმა რუსეთის მიერ გამოცხადებულ ნაწილობრივ მობილიზაციას

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა ხუთი პუნქტი დაასახელა, თუ როგორ უნდა უპასუხონ პარტნიორებმა რუსეთის მიერ გამოცხადებულ ნაწილობრივ მობილიზაციას.

მიხაილო პოდოლიაკის აზრით, უკრაინის პარტნიორების პასუხი უნდა შეიცავდეს:

უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის (რამშტაინის) გააქტიურებას; HIMARS-ის სისტემებისა და მისი ჭურვების მიწოდების გაორმაგებას; უკრაინისთვის ATACMS რაკეტების მიწოდებას, რომელთა ფრენის მაქსიმალური მანძილი 300 კილომეტრს შეიძლება აღწევდეს; უკრაინისთვის ტანკებისა და ჯავშანტრანსპორტიორების მიწოდებაზე “ტაბუს” მოხსნას და უკრაინელი მებრძოლებისთვის სავარჯიშო ცენტრების გახსნას.

“უკრაინა არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ევროპასაც იცავს. ნუთუ პარტნიორებს ჯერ კიდევ არ ესმით ეს”, – წერს პოდოლიაკი.

ლიეტუვა არ მისცემს თავშესაფარს მათ, ვინც უბრალოდ გაურბის პასუხისმგებლობას –  საგარეო საქმეთა მინისტრი

პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმა სამიდან 10-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს