LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე ავტომობილი დაიწვა

რუსთავი-თბილისის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტომობილი დაიწვა – ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი “რენოს” მარკის მოძრავ ავტომობილს გაუჩნდა. მგზავრებმა და მძღოლმა ავტომობილიდან გადმოსვლა მოასწრეს.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და პოლიციის ეკიპაჟები.