ყველაზე დიდი სამგზავრო ლაინერის Airbus A380-ის წარმოება 2021 წელს დასრულდა, თუმცა ეს მოდელი რეგულარულ რეისებზე დღემდე გამოიყენება. ერთ-ერთი გამოშვებული ეგზემპლარი ნომრით, MSN13 ნაწილებად დაშალეს და აუქციონზე სუვენირების სახით გაყიდიან. მთლიანობაში 500-მდე დეტალი გაიყიდება და თითოეული ხელოვანებმა არტ-ობიექტებად გადააქციეს.
Airbus A380 2005 წლიდან გამოდიოდა და მთლიანობაში 254 ლაინერი ააწყვეს. მათგან 120 მოდელი Emirates-ის ექსპლუატაციაშია. დღესდღეობით ეს ყველაზე დიდი, ორსართულიანი ლაინერია და 853 მგზავრზეა გათვლილი.
გასაყიდად გამოტანილი მოდელი 2008 წლიდან დაფრინავდა და მისი ექსპლუატაცია 2021 წლის ოქტომბერში, პანდემიის დროს დასრულდა.




