ნეპალში, ევერესტის მთაზე ტურისტებმა უზარმაზარი ზვავის ჩამოწოლა გადაიღეს. ვიდეო ადგილობრივი ჟურნალისტის Twitter-ზე გავრცელდა.
აღსანიშნავია, რომ ზვავი სწორედ იქ ჩამოწვა სადაც ტურისტული ჯგუფი იყო დაბანაკებული. კადრებში ჩანს, თუ როგორ მოდის მთის მწვერვალიდან თოვლის მასა და გზად ყველაფერს ფარავს. ბუნებრივი მოვლენის თვითმხილველები კარვებს სიჩქარეში ტოვებენ და თან სირბილში ყველაფერს ტელეფონით იღებენ.
პუბლიკაციის ავტორმა აღნიშნა, რომ ზვავისგან დამალვა ყველამ ვერ მოასწრო. სამწუხაროდ, ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და მთავარი გიდი დაკარგულად გამოაცხადეს. მისი ძებნა ამ დრომდე გრძელდება.
? Avalanche reported in Manaslu base camp this morning, destroyed some camps and tents! ?: Tashi Sherpa
What a bad season this autumn!!! pic.twitter.com/BgckF5fZSw
— Shristi Kafle (@KafleShristi) October 2, 2022
