LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიევის ოლქში რამდენიმე აფეთქება მოხდა

რუსმა ოკუპანტებმა კიევის ოლქის ქალაქ ბილა-ცერკვას „კამიკაძე“ დრონებით დაარტყეს. ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საოლქო- სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე,  ოლექსი კულებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ის ტელეგრამ-არხზე ასევე წერს, რომ ინფრასტრუქტურის ობიექტებზე ხანძარი გაჩნდა. თუმცა კულება კონკრეტულ ობიექტებს არ ასახელებს.

ამ დროისთვის ცნობილია სულ მცირე ერთი დაშავებულის შესახებ.

ხანძრის შესახებ იუწყება ქალაქის მერი გენადი დიკიც. მან მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.

ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების სამსახურები.

 

მთავარ სლაიდზე გამოყენებულია საილუსტრაციო ფოტო. უპილოტო საფრენი აპარატი