დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე დიპლომატური და კომპრომისული სასწორის, მთვარე კი, მეგობრული და კომუნიკაბელური მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.
ეცადეთ ბოლომდე მიიყვანოთ დაწყებული საქმე.
მოისმინეთ და პატივი ეცით ოპონენტთა აზრს. მოერიდეთ ფორიაქს და ზედმეტ ნერვიულობას.
თავი შეიკავეთ საკუთარ გეგმებზე საუბრისა და საიდუმლოს სხვებისთვის გაზიარებისგან, რადგან ნებისმიერი დაფარული გამოაშკარავდება და ისევ თქვენს წინააღმდეგ იმუშავებს.
ეცადეთ მაქსიმალურად ობიექტურად შეაფასოთ არსებული სიტუაცია და არ აჰყვეთ ილუზიებს.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საზოგადოებრივი და რეფორმატორული საქმიანობისთვის, ფლირტისა და ახალი რომანტიკული ურთიერთობების გასაბმელად, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად.
ჯანმრთელობა – კარგი დღეა ცურვისა და სუნთქვითი ვარჯიშების ჩასატარებლად. არ ღირს თვალების გადაღლა. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ სისტემას და ფეხის კუნთებს.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ვარდისფერი, იისფერი და ნეონის ფერები, ასევე საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, ძოწი, ციტრინი და ამაზონიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისა და სასწორისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს და მორიელს.
