ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის შემდეგ რუსეთი 700 000 ადამიანმა დატოვა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Forbes საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რუსეთიდან წასული ადამიანებიდან 200 000 პირი ყაზახეთში გადავიდა.
“21 სექტემბრიდან, მას შემდეგ რაც პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა საზღვრებზე რიგები წარმოიქმნა. საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ლარსის გამშვებ პუნქტთან ხალხი 4-5 დღის განმავლობაში საკვებისა და წყლის გარეშე იდგა”, – წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რომლის ფარგლებში უკრაინაში საბრძოლველად 300 000 რეზერვისტს გამოიძახებენ.
ამავე თემაზე:
