LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: თუ რუსეთი უკრაინის განადგურებას მოახერხებს, ეს მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი იქნება

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ თუ რუსეთი უკრაინის განადგურებას მოახერხებს, ეს მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი იქნება.

ზელენსკი აღნიშნავს, რომ უკრაინის დამარცხება მსოფლიოს დამარცხებაც იქნება.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში 2 400 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლეს

„ომი გამარჯვებით დასრულდება. ეჭვი არ მეპარება. ჩვენი გამარჯვებით. მესმის, რომ რთულია და არც ისე იოლი. არავინ იცის ეს ხვალ მოხდება თუ ზეგ, არავინ იცის დღე და თვე, მაგრამ მე მჯერა ამ გამარჯვების.

ან უკრაინის გამარჯვება, ან მთელი მსოფლიოს წაგება. უკრაინისა და უკრაინელი ხალხის განადგურების საშუალება თუ მიეცემათ, თუ რუსეთი ამას გააკეთებს, ეს დიდი მსოფლიო ტრაგედიის დასაწყისი იქნება. მე ვფიქრობ, რომ ეს მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი იქნება, რადგან ჩვენ ვიცით მსოფლიოში ავტოკრატიები, რომლებიც შეიძლება ფიქრობდნენ, რომ ასე შესაძლებელი იყო. ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან საშინელი ნიშანი მსოფლიოსთვის“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.