LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვამჯობინებდი, რომ სააკაშვილის პრობლემა ქართველებს მოგვშორებოდა და ისე გვეცხოვრა ამ ქვეყანაში, მაგრამ მგონი, „ოცნების“ ამომრჩევლისთვის გაჭირდება იმის თქმა, რატომ გაუშვეს ის სადღაც – იაგო ხვიჩია

„გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უკრაინაში გადაყვანის საკითხზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი პარტია სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანას მისი პატიმრობის პირველივე დღიდან ითხოვდა და კარგია, რომ ამაში „ნაციონალური მოძრაობაც“ აჰყვა.

„გასული წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, ჩვენი პოზიცია იყო, რომ მიხეილ სააკაშვილის მომხრეების მოთხოვნა მისი საზღვარგარეთ გადაყვანა ყოფილიყო. ჩვენ ამას მისი დაპატიმრების დღიდან ვითხოვდით და კარგია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აგვყვა. სულ ვითხოვდით სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას და დღესაც ამ აზრზე ვართ.

შეეძლოთ, ეს ადამიანი დაეკითხათ, სანამ საქართველოში შეფუთულს გამოგვიგზავნიდნენ: თეა წულუკიანი

ვამჯობინებდი, რომ მიხეილ სააკაშვილის პრობლემა ქართველებს მოგვშორებოდა და ისე გვეცხოვრა ამ ქვეყანაში, მაგრამ, მგონი, „ქართული ოცნების“ ამომრჩევლისთვის გაჭირდება იმის თქმა, რატომ გაუშვეს მიხეილ სააკაშვილი პირდაპირ სადღაც. შესაბამისად, მგონია, რომ ეს არგუმენტი იქნება დასაძლევი და მიხეილ სააკაშვილსაც ამ მიმართულებით რაღაც ნაბიჯების გადადგმა მოუწევს“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

არ შეუძლია ადამიანს მოძრაობა, ამერიკელი ექიმი დარწმუნდა, რომ მძიმე მდგომარეობაა – გიული ალასანია სააკაშვილზე

სააკაშვილი „ვივა მედის“ დირექტორს მიმართავს: ჩემი სიცოცხლე საფრთხეშია, ნუ დააყენებთ ჩემს ჯანმრთელობას რისკის ქვეშ

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, ყველა პატიმრის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას შესაბამისი სამსახური უზრუნველყოფს. მისივე სიტყვებით, “ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ პატიმარს რაიმე პრობლემა არ შეექმნას”. რაც შეეხება მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილს სათანადო მკურნალობას არ უწევენ, კახა კალაძის თქმით, “ეს არ არის მართალი, ტყუილია”.