LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინელებმა ბელარუსის საზღვართან თითქმის ყველა ხიდი ააფეთქეს…გზები მთლიანად დანაღმულია: ანატოლი ლაპო

ბელორუსის სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტის თავმჯდომარე ანატოლი ლაპო აცხადებს, რომ უკრაინელებმა ბელარუსის საზღვართან ყველა სასაზღვრო ხიდი ააფეთქა. მისივე განცხადებით, დანაღმულია გზები.

„სამხრეთის მიმართულებით რთული ვითარებაა. უკრაინული მხარის ძალისხმევა მიმართულია სახელმწიფო საზღვრის დაცვის გაძლიერებაზე. დღეს თითქმის ყველა სასაზღვრო ხიდი, როგორც გზები, ასევე რკინიგზა ააფეთქეს, სასაზღვრო გზები მთლიანად დანაღმულია. ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები გზებზე სამ რიგშია მოწყობილი“, – თქვა ლაპომ.