LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვუსამძიმრებ ოჯახს, განადგურებული ვარ…ზეცას კიდევ ერთი ანგელოზი შეემატა – იზა ომაძე ვაკის პარკის ტრაგედიაზე

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას, რომლის დროსაც 13 წლის მოზარდი მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ხოლო 2 მოზარდი მძიმედ დაშავდა, ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება და ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

როგორც იზა ომაძე წერს, „ზეცას კიდევ ერთი ანგელოზი შეემატა, ნათელი – მარიტას უდანაშაულო სულს“.

„ვიზიარებ და ვაცნობიერებ ამ ანგელოზის მშობლების ტკივილს, ვუსამძიმრებ ოჯახს, ჩვენს ქვეყანას, განადგურებული ვარ ზეცას კიდევ ერთი ანგელოზი შეემატა, ნათელი მარიტას უდანაშაულო სულს.

ერთ ერთმა ინტერნეტმომხმარებელმა დაწერა:

“ჩვენი ეროვნული ტრაგედია ისაა, რომ ტრაგედიები არაფერს ცვლის.”

აბსოლუტურად ვეთანხმები“, – წერს იზა ომაძე.

დადგინდება ყველა ბრალეული პირის ვინაობა, რომლებიც კანონის სრული სიმკაცრით იქნებიან დასჯილი – შსს ვაკის პარკის ტრაგედიაზე

შეგახსენებთ, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.