LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

52 წლის ასაკში მესამედ დაწყებული სტუდენტობა – ნონა მარტიაშვილის გასაოცარი ისტორია

52 წლის ნონა მარტიაშვილი სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის, პირველი კურსის სტუდენტია.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ნონა უკვე მესამედ გახდა სტუდენტი.

მისი თქმით, უნივერსიტეტში რეგისტრაციაზე მისვლისას ნერვიულობისგან მუხლები უკანკალებდა.

“საამაყო შეგრძნებაა, როდესაც უნივერსიტეტის კედლებში დადიხარ. იმ სასწავლებლის, რომელიც შენმა შვილმა დაამთავრა და რომელშიც ასევე შენი შვილი სწავლობს. დღეს ძალიან ამაყი ვარ. მშობლების ზეგავლენით ტიუმენის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტში ჩავაბარე. დღესაც ბევრი ბავშვი ვერ ეწინააღმდეგება მშობლებს და ცხოვრებას ინგრევს.

როდესაც უნივერსიტეტში რეგისტრაციისთვის მივედი ნერვიულობისგან მუხლები ამიკანკალდა. მეგონა, რომ აუდიტორია არ მიმიღებდა. თინეიჯერები იტყოდნენ, რომ ამ ბებიას აქ რა უნდა. ყველაფერი პირიქით მოხდა, ბავშვებმა ძალიან კარგად მიმიღეს და მეც გადავწყვიტე ვიმეგობრო მათთან. ლექციებზე აქტიურად ვაპირებ სიარულს”, – საუბრობს ნონა მარტიაშვილი “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გადაცემაში “ახალი დღე”.