LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: თუნდაც 100 ათასი დაღუპული რუსეთის მოქალაქე არ აიძულებს კრემლს რამეზე დაფიქრდეს

უკრაინის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ შეახსენებს ოკუპანტებს, რომ მათი სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი გზა ომში მონაწილეობაზე უარის თქმა და ნებაყოფლობით ტყვედ ჩაბარებაა.

“ხოლო რუსეთის მოქალაქეებს, ვისაც ამ დანაშაულებრივ ომში მონაწილეობა არ სურს, მაგრამ ომში გზავნიან, კიდევ ერთხელ შევახსენებ ერთი შესაძლებლობის შესახებ. ყველა, ვინც უკრაინულ ტყვეობაში ჰბარდება, სიცოცხლეს ინარჩუნებს. არავის, ვინც რუსულ არმიაში ან დაქირავებულ ჯარისკაცებში აგრძელებს ბრძოლას, ასეთი შესაძლებლობა არ გააჩნია. აუცილებლად დავიბრუნებთ ჩვენსას”, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, მეტოქის დანაკარგები მხოლოდ დაღუპულებით უკვე 65 000-ს უახლოვდება.

“ამდენმა რუსეთის მოქალაქემ გაიღო სიცოცხლე, რათა კრემლში ხალხის ჯგუფს რეალობის ინგორირების საშუალება ჰქონდეს. და იმის მიხედვით, თუ როგორ მიმდინარეობს რუსული “მოგილიზაცია”, შეიძლება ითქვას, რომ თუნდაც ასი ათასი დაღუპული რუსეთის მოქალაქე არ აიძულებს კრემლს რამეზე დაფიქრდეს”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ გერმანელების გადაცემული ულტრათანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა კიევში კი არ განათავსა, არამედ სწორედ ხერსონის მიმართულებით – სააკაშვილი