LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელ ხახმატთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

სოფელ ხახმატთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 68-ე კმ-ზე (სოფ. ხახმატი) ჩამოშლილმა კლდის მასამ გამოიწვია გზის სავალი ნაწილის ჩაკეტვა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.