LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯორჯია მელონი: ყველაფერს გავაკეთებთ იტალიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად და თქვენი ერის მიერ არჩეულ ხაზზე დახმარების აღმოსაჩენად

იტალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ჩემ დანიშვნასთან დაკავშირებით მოლოცვისთვის მადლობას ვუხდი საქართველოს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი “ტვიტერში” წერს.

როგორც მელონი აღნიშნავს, ის ყველაფერს გააკეთებს იტალიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად.

იტალიის პირველმა ქალმა პრემიერმინისტრმა, ჯორჯია მელონიმ მინისტრთა კაბინეტთან ერთად ფიცი დადო

“იტალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ჩემ დანიშვნასთან დაკავშირებით მოლოცვისთვის მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

ყველაფერს გავაკეთებთ იტალიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად და თქვენი ერის მიერ არჩეულ ხაზზე დახმარების აღმოსაჩენად”, – წერს იტალიის პრემიერ-მინისტრი.