LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დავფიქრდეთ, ევროპა კარს ბოლომდე რატომ არ გვიღებს? იქნებ მთავრობის ბრალი იმდენად არ არის, რამდენადაც ჩვენი უხეშობის და იმის, რომ არ გვინდა ეს ევროპული კულტურა ვაღიაროთ!“ – თამუნა ჯანელიძე

ჟურნალისტი თამუნა ჯანელიძე სოციალური ქსელის მეშვეობით უზიარებს მოქალაქეებს იმ ერთი შეხედვით უსიამოვნო ჩვევებს, რაც ქართველებს ახასიათებთ და ამ ფონზე, საზოგადოებას დაფიქრებას ურჩევს. ასევე, მოუწოდებს „ერთად შევქმნათ ევროპული ქვეყანა“.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ზებრა გადასასვლელზე ქვეით მოსიარულეს გზას არ ვუთმობთ!!!

მძღოლი, ვინც გზას უთმობს, იმას ვაგინებთ!!

სასწრაფო დახმარების მანქანას, რომელსაც სირენები აქვს ჩართული ჩვენზე წინ არ ვატარებთ!!!

ტროტუარებზე, სადაც მოსახლეობამ ფეხით უნდა იაროს, მანქანებს ვაპარკინგებთ!!!

ნაგავს ქუჩაში ვყრით ან ურნის გარეთ!!!

ბანკში და აფთიაქში რიგში დგომისას, ჩვენს შემდეგ შემოსული ჩვენს წინ დგება ან ოდნავ უფრო წინ!!!

ბაზარში გამყიდველი ცდილობს ვადა გასული ან უხარისხო პროდუქტი შემოგაჩეჩოს, თან შვილებს იფიცებს!!!

მომსახურების სფეროში ევროპაში კლიენტი ყოველთვის მართალია!!! საქართველოში კლიენტი ყოველთვის მტყუანი!

შეხვედრაზე  7 საათზე დაბარებული 9 საათზე მივდივართ!!!(თუნდაც ქორწილში) არც ჩვენ და არც სხვის დროს არ ვუფრთხილდებით!!!

დავფიქრდეთ, ევროპა კარს ბოლომდე რატომ არ გვიღებს? იქნებ მთავრობის ბრალი იმდენად არ არის, რამდენადაც ჩვენი უხეშობის და იმის, რომ არ გვინდა ეს ევროპული კულტურა ვაღიაროთ!!

ერთად შევქმნათ ევროპული ქვეყანა!!“, – წერს თამუნა ჯანელიძე.