LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუანტანამოს უხუცესი პატიმარი თითქმის 20-წლიანი პატიმრობის შემდეგ ბრალის წარდგენისა და სასამართლო პროცესის გარეშე გაათავისუფლეს – Reprieve

გუანტანამოს უხუცესი პატიმარი, საიფულა პარაჩა თითქმის 20-წლიანი პატიმრობის შემდეგ ბრალის წარდგენისა და სასამართლო პროცესის გარეშე გაათავისუფლეს ,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reprieve “ტვიტერზე” ავრცელებს.

მისივე ცნობით, პარაჩა 2003 წლიდან ალ-ქაიდასთან კავშირში იყო ეჭვმიტანილი, მაგრამ მისთვის დანაშაულში ბრალი არასდროს წარუდგენიათ.

„ეს დიდი გამარჯვებაა, თუმცა 75 წლის საიფულა პარაჩა თავის ოჯახს სუსტ მოხუც კაცად უბრუნდება. ეს უსამართლობა ვერასდროს გამოსწორდება“, – წერს ორგანიზაცია.

როგორც ცნობილია, პაკისტანის ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ ის ალ-ქაიდას ფასილიტატორი იყო, რომელიც ფინანსურ ტრანზაქციაში დაეხმარა ორ შეთქმულს, რომელიც მონაწილეობდა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტულ თავდასხმაში.