“ვინ არის თბილისში ნამდვილი ქალაქელი და ვინ ნამდვილი სოფლელი?” – “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ ვიდეო მიმართვაში განმარტავს, რას ნიშნავს დამკვიდრებული ტერმინები – “ქალაქელობა” და “სოფლელობა”.
“ქალაქელობა არის ქცევის წესი და არა წარმომავლობა, სივრცის აღქმა და ამ სივრცისადმი დამოკიდებულება” , – აღნიშნავს ალეკო ელისაშვილი.
