LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბრავო მეტეხი” რუსულ “კომედი ქლაბში” მონაწილეობს

ემილი გოგუა, რომელსაც საზოგადოება იუმორისტული სახის ვიდეო სიუჟეტებიდან იცნობს სოციალურ ქსელში წერს, რომ ქართველ მომღერალთა ანსამბლი “ბრავო მეტეხი” რუსეთში იმყოფებოდა და გადაცემა “კომედი ქლაბში” მიიღო მონაწილეობა.

“რომ არ დაგვავიწყდეს აქვე… მართალია მათი მსმენელი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ქალაქურ რეპერტუარს აწვებოდნენ და პატივს ვცემდი.

Bravo Metehi ჰა კაია კანდელაკის ტე ენ ტეზე რუსეთებში??

რუსულ კომედი ქლაბის მეორე გადაცემაში რომ ხართ ბედნიერად წამოჭიმულები და ქართული ქალაქური სტილით რუსულებს რომ გაჯღავით??

რუსები გამორბიან რუსეთიდან, თქვენ და მეგუშა გოგიტიძე რამ გადაგრიათ”, – წერს ემილი გოგუა ფეისბუქში.

ამ ფაქტს სოციალური ქსელის მომხმარებლები კომენტარებში გამოეხმაურნენ. ნაწილმა დაწერა, რომ ვიდეო ძველია, თუმცა როგორც ემილი გოგუა ამტკიცებს, ვიდეო ახალია და ის 11 დღის წინ დაიდო სოციალურ ქსელში.

აღსანიშნავია, რომ ვიდეოს, რომელიც “იუთუბ” არხზე “კომედი ქლაბმა” 12 დღის წინ დადო, აღწერაში მითითებულია, რომ ეთერში გავიდა 2022 წლის სექტემბრის მეორე ნახევარში(16.09.2022 – 30.09.2022).