LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ქალბატონი მეშვიდე, ულამაზესი პრინცესას დედა გახდა“ – „ხონელიძის კლინიკა“ სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

„ხონელიძის კლინიკა“ სოციალურ ქსელში წერს, რომ სელექციური აბორტების შემცირების შემდეგ, ქვეყანაში მრავალშვილიანი დედების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა.

კლინიკა მრავალშვილიანი დედის ფოტოს აქვეყნებს, რომელსაც მე-7 შვილი შეეძინა.

„ბოლო დროინდელი მონაცემებით მრავალშვილიანი დედების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა, რაც დაკავშირებულია სელექციური აბორტების შემცირებასთან.

მრავალშვილიანობა ბევრი მომავალი დედის ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მიზნად იქცა

სახეზეა 7 შვილის დედა, რომელმაც 6 შვილი ხონელიძის კლინიკაში გააჩინა, რაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის გინეკოლოგ – ეთევან ნოდიას

ახლა კი ეს ქალბატონი მეშვიდე, ულამაზესი პრინცესას დედა გახდა

ვულოცავთ და ყველა დედას ვუსურვებთ ამ ქვეყნად ჯანმრთელი და ბედნიერი პატარების მოვლენას. შვილი ხომ ცხოვრების არსია“, – წერია კლინიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

〽️ ბოლო დროინდელი მონაცემებით მრავალშვილიანი დედების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა, რაც დაკავშირებულია სელექციური…

Posted by ხონელიძის კლინიკა • Khonelidze Clinic on ორშაბათი, 07 ნოემბერი, 2022