LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “58 წელია ერთად ვართ, სიყვარული არ ნელდება და მემგონი იმაზე ძლიერია, რაც იყო” – ლეო ბოკერია მეუღლესა და შვილებზე

ქართველი ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლეონიდე ბოკერია ნოე სულაბერიძის საავტორო გადაცემის “ნოესთან” სტუმარია.

როგორც პროფესორი საუბრობს, მეუღლის მიმართ სიყვარული არ ნელდება და მეტად ძლიერია, ვიდრე 58 წლის წინ.

“1964 წელს მოვაწერეთ მე და ჩემმა მეუღლემ ხელი. იმის მერე ერთად ვართ. ერთ ჯგუფში ვიყავით. დედაჩემს ჩემთვის სხვა გოგო ჰყავდა შერჩეული. მე ვუთხარი დედას, რომ ოლგა მინდოდა მომეყვანა ცოლად. მკითხა როგორი ოჯახი ჰყავდა. ვუთხარი, რომ ოჯახში ძალიან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა. მერე რომ შეხვდნენ ერთმანეთი ძალიან მოეწონათ. სიყვარული არ ნელდება. დღეს რომ მაცილებდა და იმდენი კარგი რამე მითხრა. იმაზე მეტად ძლიერია დღეს ჩვენი სიყვარული, ვიდრე 58 წლის წინ”, – საუბრობს ლეო ბოკერია.