LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა

ვაზიანი-გომბორი-თელავის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ავარიას მსხვერპლი მოჰყვა.

თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ცხენს დაეჯახა. ავტომობილი სიმაღლიდან გადავარდა, მძღოლი კი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.