LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაკო ჩარკვიანი: არავინ იცის ნიკა მელია რას აკეთებს, გარდა იმისა, რომ მის ხელში პარტიის რეიტინგი განახევრდა

პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ლაპარაკის მეტს არაფერს აკეთებს და ენმ-ს ის თავმჯდომარე, რომლის ხელშიც, პარტიის რეიტინგი განახევრდა, უნდა გადადგეს.

“ერთხელ თქვეს, რას არ აკეთებს ნიკა მელიაო? აბა რას აკეთებს, მოდით ის ჩამოვთვალოთ. არავინ იცის, რას აკეთებს, გარდა იმისა, რომ მის ხელში რეიტინგი განახევრდა და კიდევ უფრო ნაკლებია. პარტიის ხელმძღვანელი, რომლის ხელშიც დასავლური ვექტორის პარტიის რეიტინგი განახევრდება, უნდა გადადგეს. ვინ უნდა მოვიდეს თავმჯდომარედ, მე ეს ნამდვილად არ ვიცი. 600 000-იან პარტიამ ვიღაც ერთი პატრიოტი, გონიერი, ინტელექტუალური ადამიანი ამოარჩიოს, რა ვიცი, არ შეუძლიათ?

არავინ იცის ნიკა მელია რას აკეთებს, გარდა იმისა, რომ მის ხელში პარტიის რეიტინგი განახევრდა – 600 000-იან პარტიას ლიდერი ციხეში უკვდება. ხალხი როგორღა უნდა გენდოს შენ, თუ შენს ლიდერს ვერ პატრონობ?!” – განაცხადა ჩარკვიანმა.