LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარჯველაძე: აქციის მთავარი მოტივი იყო არა ჰუმანიტარული მიზნებისთვის ბრძოლა, არამედ პარტიის შიგნით არჩევნებისთვის ამომრჩევლის კეთილგანწყობის მოპოვება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე „ნაციონალური მოძრაობის“ 3 დეკემბრის აქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ აქციის მთავარი მოტივი იყო არა ჰუმანიტარული მიზნებისთვის ბრძოლა, არამედ პარტიის შიგნით არჩევნებისთვის ამომრჩევლის კეთილგანწყობის მოპოვება.

„ვინ უფრო მეტად წარმოაჩენდა თავს, სააკაშვილის თავისუფლების მოსაპოვებლად ბრძოლაში“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

მისი შეფასებით, ასეთი ტიპის აქციების გამართვით „ნაციონალური მოძრაობა“ უფრო მეტ შედომას უშვებს, რადგან, მისი აზრით, აქციის მოთხოვნა აბსურდულია.

ყოველ დღე უარესდება სააკაშვილის ჯანმრთელობა – ან ვეგუებით სიკვდილს ან თითოეულმა ადამიანმა გადაწყვიტოს, რისთვის არის მზად მის გადასარჩენად: ნიკა მელია

დღეს „ქართული ოცნების“ ოფისთან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, რომლის მთავარი მოთხოვნა იყო საზღვარგარეთ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანა.

არ მინდა მიხეილ სააკაშვილის მსგავს მდგომარეობაში ვინმე ვიხილო, არც ამ ხელისუფლებიდან, არც რომელიმე ხელისუფლებიდან, არ მინდა ბიძინა ივანიშვილი ასე ვიხილო: ხატია დეკანოიძე