„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „პირველი რიგის მიზანი, ამოცანა და გეგმა იყო მიშას ჩამოყვანა და საქართველოს არევა“. აღნიშნული განცხადება მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას გააკეთა.
„მიშა დააკავეს, აღმოჩნდა ციხეში და იხდის სასჯელს. მიმდინარე გამოძიების ფარგლებშიც მიდის სასამართლო პროცესები. ამის შემდეგ ამდენი გეგმა გაგახსენდებათ, იმდენი კრახი იყო მათ ანგარიშზე – მთელი ეს აქციები, სხვადასხვა პიარ კამპანია. იმის შემდეგ სულ იყო მცდელობა ამ ქვეყნის ტურბულენტურ მდგომარეობაში მოხვედრისა“, – განაცხადა მდინარაძემ.
„გავიგე, რომ დაეცა, თუმცა თვითონ არაფერი უთქვამს…” – გიული ალასანია შვილზე
