LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “ნათიას გარეშე ცხოვრებაში ბევრ რამეს ვერ შევძლებდი” – მამუკა მდინარაძე ოჯახისა და შვილების შესახებ

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ნოე სულაბერიძის საავტორო გადაცემის “ნოესთან” სტუმარია.

როგორც პოლიტიკოსი გადაცემაში საუბრობს, მისი მეუღლის გარეშე ცხოვრებაში ბევრი მიზნის მიღწევას ვერ შეძლებდა.

“ნათია რომ არ იყოს, მე ალბათ ბევრ რამეს ვერ შევძლებდი. პირველი შვილი 8 წლის შემდეგ გვეყოლა. 7 წლის მანძილზე ამ თემაზე საუბარი მე არასოდეს დამიწყია. თვითონ ამაზე ნერვიულობდა და გვეუბნებოდნენ, რომ არაფერი გვჭირდა, თუმცა შვილი არ გვიჩნდებოდა. ვეუბნებოდი, ნათია, რა ვქნათ ასეთია ღმერთის ნება. ნათია სიყვარულის გამო მოვიყვანე ცოლად და არა კონკრეტული მიზნით. არ მინდოდა მეუღლე დამეძაბა იმის გამო, რომ შვილი არ გვყავდა. ხშირად ცოლ-ქმარი ამის გამო შორდებიან. და აი, დღეს უკვე გვყავს შვილები. ქორწინების პირველ დღეებში ალბათ უფრო აღტყინების მომენტია და დღეს უკვე ერთმანეთის გარეშე ვერ წარმოგვიდგენია”, – საუბრობს მამუკა მდინარაძე.

ამავე თემაზე:

მამუკა მდინარაძე დაღუპულ მებრძოლებზე: ომის და ღალატის პარტიაში არიან ადამიანები, რომლებსაც უხარიათ კიდეც ასეთი ამბები

მამუკა მდინარაძე: პირველი რიგის მიზანი, ამოცანა და გეგმა იყო მიშას ჩამოყვანა და საქართველოს არევა