LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ამბობენ ლანჩხუთში მომხდარ მკვლელობაზე ადგილობრივები – უვაჟკაცია დაჭრილს, დაურეკავს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათში მამაკაცი მოკლეს.

როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, 46 წლის ზ.წ. ჯერჯერობით, დაუდგენელმა პირმა სასტიკად აწამა.

„არავინ არაფერი ვიცით, რა მოხდა. ჭალაში წაუყვანიათ და უწამებიათ, დაგლეჯილი ჰქონია ყველაფერი. სიკვდილის პირას მიუყვანიათ და მიუტოვებიათ. ერთი კი უვაჟკაცია დაჭრილს. დაურეკავს, უთქვამს, სადაც იყო. იქ მისულებს უგონო მდგომარეობაში დახვედრიათ“,- ამბობენ ადგილობრივები.

მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა .

უწყების ინფორმაციით, მომხდარზე ერთი პირია დაკავებული.