LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში –  22:49-დან 00:10 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, რადგან მაღალია კონფლიქტების და დაპირისპირებების ალბათობა.

თავი შეიკავეთ დაპირებების გაცემისგან, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ მათი შესრულება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, კულინარული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მოსამზადებლად, მეგობრებისა და ახლობლებისთვის წვეულების მოსაწყობად, საყოფაცხოვრებო ნივთების და მსხვილი საყიდლების გასაკეთებლად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ბინის შეცვლა და სესხის ასაღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ სიმძიმის აწევას, ფიზიკურ და ემოციურ გადაღლას. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს, ღვიძლს და გულ-სისხლძარღვოვან სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – თეთრი, წითელი, მწვანე, ყვითელი, იისფერი, ცისფერი და ვერცხლისფერი, ასევე აქატი, ზურმუხტი, რაუხტოპაზი, ოპალი, მალაქიტი და ალექსანდრიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კირჩხიბისა და ქალწულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ მშვილდოსანს და მერწყულს.