LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელია: საზოგადოება საბოლოოდ უნდა შეთანხმდეს – ვაპირებთ აღვკვეთოთ ისტორიული უსამართლობა პრეზიდენტ სააკაშვილის მკვლელობა, თუ ვაპირებთ ხელი შევუწყოთ ამ პროცესს – ვგრძნობ, მომაკვდინებელ, ტრაგიკულ შეცდომას ხალხი არ დაუშვებს

საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის საბოლოოდ შეთანხმება უნდა მოხდეს – ჩვენ ვაპირებთ ისტორიული უსამართლობა აღვკვეთოთ, პრეზიდენტ სააკაშვილის მკვლელობა, თუ ვაპირებთ ხელის შევუწყოთ ამ პროცესს. ვგრძნობ, ვხედავ, საზოგადოება იქნება ერთიანი, როგორც არასდროს და არ დაუშვებს იმ მომაკვდინებელ ტრაგიკულ შეცდომას მეორეჯერ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ბათუმში განაცხადა.

როგორც მელიამ აღნიშნა, მძიმე ტრაგედიის დაშვების უფლება არ გვაქვს.

სალომე ზურაბიშვილი: ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც პოლარიზაციას ხელს უწყობს, ყოფილი პრეზიდენტის საკითხია, მნიშვნელოვანია, ყველა მხარემ დაასრულოს სპეკულაციები, დაველოდოთ გადაწყვეტილებას 22 დეკემბერს

„ძალიან მნიშვნელოვანია პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ და არამხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ , ოპოზიციურად განწყობილი მთელი ელექტორატი იყოს კონცენტრირებული და მობილიზებული იმ პროცესთან მიმართებაში, რომელიც ძალიან მალე უნდა დასრულდეს, ვგულისხმობ, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს, სადაც განაჩენის სახით ან სიცოცხლის გადარჩენა, ან სიკვდილის მისჯა უნდა გადაწყვიტოს. ვფიქრობ, რომ იმ გეგმებთან დაკავშირებით, რომელიც არსებობს, იმ მიდგომებთან დაკავშირებით, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაშია“ მაქსიმალური კოორდინაციაა მნიშვნელოვანი. ამას ემსახურება სხვადასხვა ტიპის შეხვედრები როგორც აჭარაში, იმერეთში, ისე, სამეგრელოსა და თბილისში. მნიშვნელოვანია, რომ ისტორიული უსამართლობა აღიკვეთოს და საზოგადოების დიდი ნაწილი კოორდინირებული იყოს. ეს კოორდინაცია გამოიხატება იმაში, რომ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის საბოლოოდ შეთანხმება უნდა მოხდეს – ჩვენ ვაპირებთ ისტორიული უსამართლობა აღვკვეთოთ, პრეზიდენტ სააკაშვილის მკვლელობა, თუ ვაპირებთ ხელის შევუწყოთ ამ პროცესს. ვგრძნობ, ვხედავ, საზოგადოება იქნება ერთიანი, როგორც არასდროს და არ დაუშვებს იმ მომაკვდინებელ ტრაგიკულ შეცდომას მეორეჯერ, რაც 1994 წლის 31 დეკემბერს უბედურების სახით საქართველოს თავს დაატყდა, მხედველობაში მაქვს ზვიად გამსახურდიას მკვლელობა. მთელი ათწლეული სახელმწიფო არათუ არ განვითარდა, არამედ რეგრესი განიცადა. ამ მძიმე ტრაგედიის დაშვების უფლება არ გვაქვს“, – განაცხადა მელიამ.

წითლიძე: „არ აქვს მნიშვნელობა, როგორ ვარ მე, მნიშვნელოვანია, როგორ არის პრეზიდენტი“