LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდესაც გავიგეთ, რომ მას შემხებლობა ჰქონდა ვერცლისწყალთან და დარიშხანთან, მივხვდით, რომ ეს იყო მისი დემენციის მიზეზი: ამერიკელი ექსპერტ-ფსიქიატრი

ამერიკელმა ექსპერტ-ფსიქიატრმა, ერიკ დევიდ გოლდსმიტმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხვის შემდეგ განაცხადა, რომ მიხეილ საკააშვილს სიმულაციის ან გაყალბების არანაირი ნიშნები არ გამოვლინდა. ამის შესახებ მან თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხვის შემდეგ განაცხადა.

“შევისწავლე მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ანკეტა, გადავხედე სხვა ექსპერტების ანგარიშებს – ყველა ერთი და იგივე დასკვნას აკეთებს დემენციის და პოსტტრავმული სტრესული აშლილობის თაობაზე, სიმულაციის ან გაყალბების არანაირი ნიშნები არ გამოვლინდა.

მიხეილ სააკაშვილი 55 წლისაა, არ არსებობს მიზეზი, რომ მას ზოგადად ჰქონდეს დემენცია. მაგრამ მას აღენიშნება მეხსიერების მძიმე პრობლემები, დაბნეულობა, ის საკუთარ თავს ვერ უვლის. და ეს ყოველივე სწრაფად პროგრესირებდა იმ პერიოდში, როდესაც ის ციხეში იყო. როდესაც ჩვენ გავიგეთ, რომ მას შემხებლობა ჰქონდა ვერცლისწყალთან და დარიშხანთან, ასევე სხვა ტოქსიკურ აგენტებთან, მივხვდით, რომ ეს იყო მისი დემენციის მიზეზი“,- განაცხადა ამერიკელმა ექსპერტ-ფსიქიატრმა.

ერიკ დევიდ გოლდსმიტის განცხადებით, სააკაშვილის დემენციის დიაგნოზი საკმარისი საფუძველია იმისთვის, რომ სააკაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდეს.