LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კასპის რძლის მკვლელობის ბრალდებით, მაზლი დააკავეს

პოლიციამ 83 წლის მამაკაცი დააკავა, რომელსაც ბრალად ედება ძმის ცოლის მკვლელობა.

შემთხვევა კასპში მოხდა. მოკლულია 73 წლის ქალი. წინასწარი ინფორმაციით, მათ ქონებრივი დავა ჰქონდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობის) მუხლით მიმდინარეობს.