LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სააკაშვილის საქმე და რუსული ინტერესი“ – ელენე ხოშტარიას პასუხი მმართველ გუნდს

„ამ პროცესებში ჩვენ ვხედავთ რუსულ ინტერესებს“, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საუბრისას „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

ხოშტარიას თქმით, ხელისუფლების მხრიდან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე „ჭორაობის და პროპაგანდის რეჟიმში საუბარი“ და ამ ყველაფრის არ გაზიარება სისხლის სამართლის დანაშაული და ამორალური საქციელია.

კობახიძე სააკაშვილზე: არის შერჩევით კვებაზე, აქვს გაკეთებული კუჭის ოპერაცია, რამაც გამოიწვია წონაში კლება – ეს იყო ძალიან უნიჭო სიმულაცია

მდინარაძე სააკაშვილზე: გჯერათ, რომ იმდენად მძიმეა მისი მდგომარეობა, თმის გვერდზე გადავარცხნა და წვერის გაპარსვა ვერ მოახერხა? ბინძურად სიმულირებს, მსახიობობს

„წარმოუდგენელია ადამიანის ჯანმრთელობაზე ჭორაობის და პროპაგანდის რეჟიმში საუბარი. არსებობს სამედიცინო დასკვნა, როგორც წამყვანი საერთაშორისო, ასევე ადგილზე, ყველაზე ავტორიტეტული ექსპერტების, ექიმების წერილობითი დასკვნები, რომელშიც ახსნილი და დასაბუთებულია კონკრეტული ფაქტები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

ამ ყველაფრის არ გაზიარება არის სისხლის სამართლის დანაშაული და უკიდურესად ამორალური საქციელი ხელისუფლების მხრიდან. აქვე შეგვიძლია ვილაპარაკოთ რუსულ ინტერესებზე, რომელიც არის გატარებული. ვხედავთ კიდევაც, ერთადერთი ვინც არის სიხარულის გადაცემებს აწყობს ამ თემაზე და საუბრობს ეს არის პუტინი და მისი რეჟიმი“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

„ჩემი ინტერესის სფერო არ არის კარგად არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი, ჩემს ინტერესებშია რამდენად არის მისი უფლებები დაცული“ – რატი იონათამიშვილი

შელახულია მისი ფიზიკური მახასიათებლები… მოუვლელია – ეს დემენციის სიმპტომებია: ამერიკელი ექსპერტ-ფსიქიატრი