კომპანია „ტესლამ“ 2022 წელს თავისი ღირებულების თითქმის 70% დაკარგა და შესაძლოა ეს ბრენდის არსებობაში ყველაზე ცუდი წელი იყოს. თუმცა, მიუხედავად აქციების რეკორდული გაუფასურებისა, „ტესლა“ გაყიდვებში საუკეთესო შედეგებს აჩვენებს. ელექტრონული კროსოვერი Model Y ევროპაში ყველაზე პოპულარული ავტომობილი გახდა და თან ეს სტატუსი მოდელმა წელს უკვე მეორედ მიიღო.
„ტესლას“ ელექტროქარები ბოლო წლებში ევროპის სხვადასხვა ბაზრებზე ლიდერები არაერთხელ გამხდარან, თუმცა მთელს ევროპაში პირველ ადგილზე გასვლა ამ დრომდე ვერც ერთმა ვერ მოახერხა.
ოფიციალური მონაცემებით, Tesla Model Y ევროპაში 19 144 ეგზემპლარი გაიყიდა, რაც 2021 წლის მონაცემებთან შედარებით 260%-ით მეტია.
