ძალიან მაგარი ბიჭის, უკრაინაში ნაომარი ზურა კეკელიძის წყალობით დღეს საოცარ ბავშვებს შევხვდი – 8 თვე რუსების ტყვეობაში ნამყოფ უკრაინელებს, – აღნიშნულის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
მისივე თქმით, ეს წელი უკრაინის გამარჯვების და ამ ნატანჯი, უსაყვარლესი ბავშვების დამშვიდებულ სამშობლოში დაბრუნების წელი ყოფილიყოს!
“ძალიან მაგარი ბიჭის, უკრაინაში ნაომარი ზურა კეკელიძის წყალობით დღეს საოცარ ბავშვებს შევხვდი – 8 თვე რუსების ტყვეობაში ნამყოფ უკრაინელებს. ისინი საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევით რუსეთის გავლით შემოიყვანეს ჩვენთან.
თბილისში იმყოფებიან, ფეიერვერკების ხმაზე გული უსკდებოდათ მაგრამ ბედნიერები, მადლიერები და სიცოცხლით სავსეები არიან.
უკრაინის გამარჯვების და ამ ნატანჯი, უსაყვარლესი ბავშვების დამშვიდებულ სამშობლოში დაბრუნების წელი ყოფილიყოს!
გამარჯვება და მშვიდობა უკრაინას და საქართველოს!
წინასაახალწლოდაც სიკვდილი რუს ოკუპანტებს!”, – წერს ელისაშვილი.
ამავე თემაზე:
