LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გამჩენო მამაზეციერო, უხვი წელი მოგვეცი, გვიმყოფე ყველა მთელი ჯანით და მხიარული გულით” – ზურა შევარდნაძის კალანდობას მოსმენილი “გალოცვა”

მებაღე ზურა შევარდნაძე საზოგადოებას ახალ წელს სოციალურ ქსელში ულოცავს და 40 წლის წინ ბებია-ბაბუასგან კალანდობას მოსმენილ და დამახსოვრებულ “გალოცვას” უზიარებს.

“40 წლის წინ ბებიასგან და ბაბუასგან კალანდობას მოსმენილი და დამახსოვრებული “გალოცვაა”, უფრო მარტივი და უკეთესი არ ვიცი.

“გამჩენო მამაზეციერო, უხვი წელი მოგვეცი, გვიმყოფე ყველა მთელი ჯანით და მხიარული გულით. გასათხოვი გაგვათხუებიე, მოსაყვანს მუაყვანიე, წამსლელი მშვიდად წეიყვანე იმქვეყანას. გვაშორე დარდი, ოხი მიეცი ყველა გაჭივრებულს და უქონელს. გაგვიმსე სახლი ბაღნებით, გული სიკეთით და სიხარულით, ეზო ფრინველით, საყოლით და საკლავით.

ბეღელი მარცვლით და ბარაქით. არ მოგვაკლო სტუმარი, მოკეთე და მოყვარე. ყველა ჩვენიანს კაის მსურველს გძელი დღეი მიე. ავს, ეშმაკს და უხილავს დუუფსე თვალი, დააყრუე და დაქციე. ჩვენი გულის სატკივარი აღმა ქარს მიქონდეს, დაღმა წყალს.

წრომანდელი ნაშრომი ტკბილად შეგვაჭამე, მოგვახმარე და შეგვარგე, მომვალ წელს შრომის ძალა და ხალისი მოგვეცი.”

ყველას გვჯეროდა, რომ ამფერი “გალოცვის”, ფერხვის და კაი ფეხადის გარეშე წახდებოდა საქმე და არ გათენდებოდა კალანდა”, – წერს გარდენია შევარდნაძე.

ამავე თემაზე:

“ქორწილი არ ყოფილა, ჩემი პირადი სტუმრები იყვნენ, 22 კაცი… ვინ დალუქა, რა დალუქა” – “გარდენიას” მფლობელი ზურაბ შევარდნაძე

საქართველოში სამოგზაუროდ ჩამოსვლას, დიდი ხანია ვგეგმავდით, თუმცა კადრები, რომელიც ვნახეთ გვაშინებს და ამ ეტაპზე ჯავშანს ვაუქმებთო – რას წერს გარდენია შევარდნაძე

ზურა შევარდნაძე მაკა მახარაძის შესახებ: “გაგვათბო თავისი სიგვარულით, რომელიც ყველას წვდება…”

ფოტო: „უსაზღვრო ნიჭიერებასთან ერთად არიგებს სიყვარულს, რომლითაც სავსეა“ – ზურა შევარდნაძემ მერაბ ნინიძეს უმასპინძლა

ყველა თანხმდება რომ ლამაზია.. გულწრფელობა ალბათ არ ისწავლება, არც სილამაზე და სიკოხტავე გადმოგედება სხვისგან, მაგრამ სწორი მაგალითის ქონა უკვე დიდი ამბავია – ზურა შევარდნაძე

ზურა შევარდნაძე მეგრელებმა მასპინძლობით გადარიეს: „ელარჯების წელვაზე, გოჭის ნაღვერდალთან სარით ბზრიალზე და ამისთანებზე ხომ საერთოდ არ ღირს არაფრის თქმა…“